Airbnb-ი ესპანეთის მიერ ქონების გაქირავებაზე დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ გამოვიდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ ექნებათ სერიოზული შედეგები როგორც შემოსავლებზე, ასევე სამუშაო ადგილებზე.

2024 წლის ბოლოს Oxford Economics-ის მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით, Airbnb აფრთხილებს, რომ წესების გამო 400 000 სამუშაო ადგილი და თითქმის 30 მილიარდი ევროს შემოსავალი რისკის ქვეშ იქნება.

ესპანეთის მთავრობამ მოკლევადიანი გაქირავების ახალი წესები 2 იანვარს შემოიღო. ახლა, ნებისმიერი ქონების მფლობელი, რომელსაც სურს ბინის ან სახლის გაქირავება, უნდა დარეგისტრირდეს ეროვნულ მონაცემთა ბაზაში და მიიღოს ნებართვა რეკლამის განთავსებამდე.

euronews