მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტალის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს.
ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, - ნათქვამია მოხსენებაში.
ყაზახეთის ონლაინ-ბანკისა და მარკეტპლეის Kaspi.kz-ის ფასიანი ქაღალდების აშშ-ში განთავსების დეტალები ანგარიშში არ არის მითითებული. ამის შესახებ დამატებით ინფორმაციას Kaspi.kz-ის პრესსამსახურიც ჯერ არ ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ Kaspi.kz-მა ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების პირველადი განთავსება (IPO) 2020 წელს განახორციელა. რაც 2007 წლის შემდეგ ყაზახური კომპანიის ყველაზე დიდ ლონდონურ ლისტინგს წარმოადგენდა. Kaspi Bank ინვესტორებმა 6,5 მლრდ დოლარად შეაფასეს, რამაც ის ქვეყანაში ყველაზე ძვირად ღირებულ საჯარო კომპანიად გადააქცია.
2022 წელს Kaspi.kz-ის მთლიანი აქტივები 41,2%-ით გაიზარდა და 5,1 ტრლნ ტენგე (11,73 მლრდ დოლარი) შეადგინა. ამ მაჩვენებლის მიხედვით, ბანკი ქვეყანაში მეორე ადგილზე იყო და მხოლოდ ყაზახეთის სახალხო ბანკს, Halyk Bank-ს ჩამორჩა.
Kaspi.kz-ის ფინანსური მონაცემების მიხედვით, კომპანიის კონსოლიდირებული შემოსავალი 2023 წლის პირველ კვარტალში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 53%-ით, ხოლო კორექტირებული სუფთა მოგება 52%-ით გაიზარდა და 177,96 მლრდ ტენგეს, დაახლოებით, 389 მლნ დოლარს მიაღწია. კომპანიამ შემოსავლების ზრდა სამივე ძირითად ბიზნესში დააფიქსირა, როგორიც არის გადახდები, მარკეტპლეისი და ფინტექი.
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
ყველა მიმართულებით ჩვენ ვართ ღია დიალოგისთვის, მათ შორის იმ თემებზე, რაც განიხილებოდა ბრიუსელში კონკრეტულად ვიზებთან დაკავშირებით – ირაკლი კობახიძე
ბრიუსელში წყარო „უნაყოფოდ“ აფასებს ვიზების საკითხზე დიალოგს
დღეს მიღწეული შეთანხმება კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ორმხრივად სასარგებლო პროექტების განხორციელებას - ყირგიზეთის პრეზიდენტი
დარწმუნებულიც ვარ, ეს ვიზიტი ახალ ბიძგს მისცემს საქართველო-ყირგიზეთის ორმხრივ ურთიერთობებს - ირაკლი კობახიძე
ჩინეთის ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას ეპყრობა როგორც თანასწორს და თანატოლს. ის ერთადერთი მშვიდობიანი სუპერსახელმწიფოა მსოფლიოში - ირაკლი კობახიძე
1781268797
1781267400