ბრიტანული სუონსის უნივერსიტეტისა (Swansea University) და პოლონური ლოძის სამედიცინო უნივერსიტეტის(The Medical University of Łódź) თანამშრომლებმა დაადგინეს კავშირი ადამიანის უსახელო თითის სიგრძესა და ალკოჰოლიზმისადმი მიდრეკილებას შორის. კვლევა სამეცნიერო ჟურნალში Human Biology გამოქვეყნდა.
კვლევაში მონაწილეობდა უნივერსიტეტების 258 სტუდენტი, რომელთაგან 169 ქალი იყო. მათი თითების სიგრძე კალიბრის საშუალებით გაზომეს, ხოლო ალკოჰოლისადმი მიდრეკილება პოლონელი მეცნიერების მიერ შემუშავებული ტესტის საშუალებით გაიზომა.
მეცნიერთა აზრით, უსახელო თითის სიგრძე აჩვენებს ტესტოსტერონის დონეს ეს პარამეტრი პრენატალურ პერიოდში საშვილოსნოში ნაყოფის ფორმირებისას დგინდება. რაც უფრო მაღალია ეს დონე, მით უფრო გრძელია უსახელო თითი საჩვენებელ თითთან შედარებით და კვლევის მიხედვით მით უფრო მაღალია ალკოჰოლისადმი მიდრეკილება.