Meta Instagram-ისთვის, Facebook-ისთვის და WhatsApp-ისთვის AI ჩეთბოტებს უშვებს - ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times - ავრცელებს. მათივე ცნობით Meta აძლევს დეველოპერებს უფლებას შექმნან ხელოვნური ინტელექტის ასისტენტების საკუთარი ვერსიები, რადგანაც ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი თავის პლატფორმებზე ჩართულობის გაზრდას ცდილობს.

ოთხშაბათს Connect დეველოპერის კონფერენციაზე Meta-მ AI ასისტენტი წარადგინა, ხელოვნური ინტელექტს მომხმარებლის კითხვებზე პასუხებს Microsoft-ის Bing-თან პარტნიორობით, ასევე AI გამოსახულების გენერირებით მოიძიებს.

Meta-ს პლატფორმების მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ,  რომ 28 ჩატბოტთან იკონტაქტონ, ამ ჩეტბოტებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ ცნობილ ადამიანებს დაემსგავსონ და მომხმარებლებთან ურთიერთობისას მათი ხმაც გამოიყენონ.