ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Merck & Co. ბრიტანულ ბიოტექნოლოგიურ Verona Pharma-ს 10 მილიარდ დოლარად ყიდულობს, იტყობინება Merck.

მყიდველი Verona-ს თითოეულ ამერიკულ დეპოზიტარულ აქციაში (ADS) 107 აშშ დოლარს გადაიხდის, რაც 23%-ით მეტია სამშაბათს ამ აქციების დახურვის ფასზე.

გარიგების დასრულება 2025 წლის მეოთხე კვარტალშია მოსალოდნელი.

ეს Merck-ის ყველაზე დიდი გარიგებაა მას შემდეგ, რაც მან 2023 წელს Prometheus Biosciences 10.8 მილიარდ დოლარად შეიძინა.

ვერონა სპეციალიზირებულია სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე. ოთხშაბათს, Nasdaq-ის ბირჟაზე, წინასაბაზრო ვაჭრობის დროს, მისი აქციების ფასი 20.5 პროცენტით გაიზარდა და 104.66 აშშ დოლარს მიაღწია.

წყარო: interfax