"ნავარო ნამდვილი რეგვენია, რასაც ის აქ ამბობს ეს უბრალოდ მტკნარი სიცრუეა"- წერს პლანეტის უმდიდრესი ადამიანი და აშშ-ს ფედერალური მთავრობის ეფექტურობის (DoGE) კურატორი ილონ მასკი, დონალდ ტრამპის ეკონომიკურ მრჩეველზე პიტერ ნავაროზე.

“Tesla-ს აქვს სრულად  ამერიკაში წარმოებული მანქანები. ნავარო აგურის ტომარაზე უფრო სულელი ჩანს.

ნებისმიერი განსაზღვრებით, Tesla არის ყველაზე ინტეგრირებული ავტოგამწარმოებელი ამერიკაში, რომელიც ფლობს ყველაზე მაღალ წილს ამერიკული კომპონენტების გამოყენებით”, - თქვა მასკმა.

ცოტა ხნით ადრე Washington Post საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ მასკმა ტრამპს პირადად სთხოვა გაეუქმებინა ტარიფები.

ასევე, 7 აპრილს გამართულ ღონისძიებაზე მასკმა განაცხადა, რომ აშშ და ევროკავშირი უტარიფო, თავისუფალ ეკონომიკურ ზონაზე უნდა შეთახნმდნენ.