ილონ მასკის ხელმძღვანელობით, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტმა AmeriCorps-ის განკარგულებაში არსებული $400-მილიონიანი გრანტის გაუქმების განკარგულება გასცა, - ამის შესახებ Washington Post-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

გაუქმებული გრანტი სააგენტოს 2025 წლის ბიუჯეტის 41%-ია და, როგორც ამერიკული მედია იუწყება, ბიუჯეტის შემცირება შეეხება 1031 ორგანიზაციასა და AmeriCorps-ის 32 ათასზე მეტ წევრსა და მოხალისეს.

წინა კვირას თეთრმა სახლმა AmeriCorps-ში სრულ განაკვეთზე დასაქმებული 650-მდე თანამშრომელი ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვა, რის შემდეგაც, დასაქმებულთა ინფორმაციით, მათი გათავისუფლების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

ეს ნაბიჯი აშშ-ის ფედერალური მთავრობისა და ბიუჯეტის შემცირებას ემსახურება. პრეზიდენტი და მისი ბიზნესმენი მრჩეველი დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ფული სამთავრობო სააგენტოების მიერ არასათანადოდ იხარჯება.

ცნობისთვის, AmeriCorps ის სააგენტოა, რომელიც რამდენიმე ათეულ სექტორში, მათ შორის განათლებაში, სტიქიასთან ბრძოლაში და სხვა - მოხალისეობრივი სამუშაოებისთვის სტიპენდიას გამოყოფს.