მარსელის ორ რაიონში კომუნალურ მუშაკთა გაფიცვის გამო ქალაქის ქუჩებში უკვე 600 ტონამდე ნაგავია დაგროვილი. როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, ამის შესახებ AFP იუწყება.
დასუფთავების მუშაკების - ფრანგული კომპანია Veolia-ს ადგილობრივი ფილიალის თანამშრომლების გაფიცვა გასულ პარასკევს დაიწყო და თითქმის ერთი კვირაა გრძელდება. შედეგად, მარსელის მე-3 და მე-14 ოლქებში ნაგვის დაგროვება გრძელდება ქუჩებში, მოცულობა უკვე დაახლოებით 600 ტონას აღწევს.
ნაგვის ურნები ავსებულია, ნაგვის ახალი პაკეტების დატოვება ხალხს ტროტუარებზე უხდებათ.
გარკვეული სერვისის უზრუნველსაყოფად ნარჩენების გატანაზე პასუხისმგებელმა კომპანიამ დაამონტაჟა 10 ალტერნატიული კონტეინერი.
გაფიცულები, 160-მდე ადამიანი, ჩივიან, რომ მათი დატვირთვა ძალიან მძიმეა და არ აქვთ ინსტრუმენტები დავალებების ადეკვატურად შესასრულებლად.
მარსელში, საფრანგეთის სიდიდით მეორე ქალაქში, დასუფთავების მუშების გაფიცვები იშვიათი არაა და ზოგჯერ ორ კვირამდეც გრძელდება. 2022 წლის დასაწყისში მერიას სასწრაფოდ ჩარევაც კი მოუწია და კერძო კომპანიის სატვირთო მანქანებით ნაგვის გატანა დაეკვეთა, რათა ძლიერი შტორმის შედეგად ნაგვის მთები ზღვაში არ აღმოჩენილიყო.