მაროკოს ხელისუფლება დამანგრეველი მიწისძვრის შედეგების აღმოსაფხვრელად 11 მილიარდ დოლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს. ამის შესახებ ტელეკომპანია Al Jazeera სამეფო სასახლის ოფისზე დაყრდნობით იტყობინება.
არხის ინფორმაციით, სტიქიით დაზარალებული ტერიტორიების აღდგენის პროგრამის განხორციელება 120 მილიარდი დირჰემი (დაახლოებით 11,69 მლრდ დოლარი) დაჯდება.
8 სექტემბერს ადგილობრივი დროით 23:10 საათზე მაროკოში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ძლიერ დარტყმას ასობით ბიძგები მოჰყვა.
მიწისძვრის შედეგად 2800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 2500-ზე მეტი დაშავდა. დაზარალებულთა რიცხვი კი 300 000-ს აჭარბებს.
მაროკოს ეროვნული გეოფიზიკური ინსტიტუტის ცნობით, მარაკეშის რაიონში მიწისძვრა გასული საუკუნის განმავლობაში, ყველაზე დიდი იყო.