მანჩესტერის მერი ენდი ბერნჰემი კირ სტარმერის გადადგომას ეხმაურება და ადასტურებს, რომ ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მის ჩანაცვლებას შეეცდება.
ბერნჰემის თქმით, სტარმერმა ქვეყანას დიდი სამსახური გაუწია.
„კირმა უდიდესი სამსახური გაუწია ჩვენს ქვეყანას და მინდა, მადლობა გადავუხადო მას ასეთ რთულ პერიოდში ლიდერობისა და თავდადებისთვის. მისი გადაწყვეტილება გარდამავალი პერიოდის დასაწყისს აღნიშნავს და მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი მოწესრიგებული და პასუხისმგებლიანი გზით წარიმართოს. მე ამ პროცესის ნაწილად წარვდგები“,- წერს მანჩესტერის მერი.
ბერნჰემი ასევე აღნიშნავს, რომ ბრიტანელებს ახლა პროგრესი, ეკონომიკურ განვითარება და კეთილდღეობა სურთ. მისივე თქმით, ქვეყანა ახლა გარდამავალ ეტაპზე იმყოფება და ლეიბორისტული პარტია ყველანაირად შეეცდება, ეს პროცესი პოზიტიური გახდეს.
„ხალხს სურს პროგრესის ნახვა ეკონომიკური ზრდის, ცხოვრების ღირებულების, საზოგადოებრივი მომსახურების, საცხოვრებლისა და მომავალი თაობისთვის შესაძლებლობების კუთხით. პოლიტიკურმა ცვლილებებმა არასდროს არ უნდა გადაიტანოს ყურადღება ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესების პასუხისმგებლობიდან. ლეიბორისტული მოძრაობა ყოველთვის ყველაზე ძლიერი იყო, როდესაც ის წინ ნდობითა და მიზანდასახულობით იყურებოდა. სწორედ ამას გავაკეთებთ აქედან და უზრუნველვყოფთ, რომ ეს გარდამავალი პერიოდი ჩვენი პარტიისა და ქვეყნის განახლების პოზიტიური პროცესი იყოს“,- აღნიშნავს ბერნჰემი.
ცნობისთვის, ბრიტანეთში მოქმედი პრემიერ-მინისტრის გადადგომის მერე ხელისუფლებაში მყოფი პარტია ახალ ლიდერს ირჩევს, შემდეგ კი მას სამეფოს მონარქი ოფიციალურად ნიშნავს პრემიერ-მინისტრად.