შვეიცარიაში აშშ-ირანის მოლაპარაკებების პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ, ორშაბათს ვაჭრობისას ნავთობის ფასები კლებას განაგრძობს.
ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent-ის ნავთობის აგვისტოს ფიუჩერსები 1.9 დოლარით (2.36%-ით) დაეცა და ბარელზე 78.67 დოლარი შეადგინა.
აგვისტოს WTI-ის ფიუჩერსები NYMEX-ის ბირჟაზე 0.91 დოლარით, ბარელზე 74.94 დოლარამდე გაიაფდა.