საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) მონაცემებით, 2025 წლის მაისში მსოფლიო მასშტაბით საჰაერო ტვირთების გადაზიდვის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.2%-ით გაიზარდა, ხოლო თვიური ზრდა 5.8%-ს შეადგენს.
არსებული მონაცემების მიხედვით, საერთაშორისო ტვირთბრუნვა წლიურად 3%-ით გაიზარდა. ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა აზია–წყნარი ოკეანის რეგიონში, სადაც გადაზიდვები 8.3%-ით მოიმატა. ზრდა ასევე შეინიშნებოდა:
- ახლო აღმოსავლეთში – +3.6%
- ლათინურ ამერიკაში – +3.1%
- ევროპაში – +1.6%
მიუხედავად დადებითი დინამიკისა, შესუსტება დაფიქსირდა შემდეგ რეგიონებში:
- ჩრდილოეთ ამერიკა – 5.8%-იანი შემცირება
- აფრიკა – 2.1%-იანი კლება
IATA-ს ხელმძღვანელმა, ვილი უოლშმა აღნიშნა, რომ ზრდა ტვირთბრუნვის სექტორის მდგრადობაზე მიუთითებს. თუმცა, მისი თქმით, აზია–ჩრდილოეთ ამერიკის მიმართულებით გადაზიდვების 10.7%-იანი ვარდნა აშშ-ის სავაჭრო პოლიტიკის ცვლილებების უარყოფით ზემოქმედებას ასახავს.
„ეს იმედისმომცემი სიგნალია“, – აღნიშნა უოლშმა, – „საჰაერო ტვირთების სექტორის დადასტურებული მდგრადობა გადამზიდავებს საშუალებას აძლევს, მოერგონ მიწოდების ჯაჭვში ცვლილებებს — იქნება ეს გადამისამართება, დაჩქარება თუ დაგვიანება.“