გერმანიის სტატისტიკის ფედერალური სამსახურის (Destatis) ცნობით, მაისში, წინა თვესთან შედარებით, გერმანული სამრეწველო კომპანიების შეკვეთების მოცულობა 1.4%-ით შემცირდა.

Trading Economics-ის მონაცემებით, ანალიტიკოსები საშუალოდ 0.1%-იან კლებას პროგნოზირებდნენ.

გადახედილი მონაცემების თანახმად, აპრილში შეკვეთები 1.6%-ით გაიზარდა, ადრე დაფიქსირებული 0.6%-ის ნაცვლად.

ვრცლად interfax–ზე