მადრიდში გაიხსნა მუზეუმი, რომელშიც შეგროვილია ევროპაში ყველაზე დიდი, ცნობილი მხატვრის ბენქსის გრაფიტის რეპროდუქციების კოლექცია – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.

აქ შეგიძლიათ იხილოთ მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრების რეალური ზომის ასლები, როგორიცაა "გოგონა ბუშტით", "ყვავილების მსროლელი" და მრავალი სხვა. მთლიანობაში მუზეუმში 170 ეგზემპლარია.

ბენქსი ფსევდონიმით, ანონიმური ინგლისელი ანდერგრაუნდ ქუჩის მხატვარი, პოლიტიკური აქტივისტი და კინორეჟისორია. ბენქსის ნამდვილი სახელი და წარმომავლობა უცნობია და საზოგადოებაში მის ბიოგრაფიასთან დაკავშირებით ბევრი კამათია.