გერმანული ავიაკომპანია Lufthansa ოქტომბრამდე ზოგიერთ ევროპულ მარშრუტს, ჯამში 20 000 მოკლე დისტანციაზე ფრენებს აუქმებს - ინფორმაციას FT ავრცელებს.
გადაწყვეტილების მიზნად საწვავის დაზოგვა სახელდება, რაც ირანში მიმდინარე ომით გამოწვეულ დეფიციტს და გაზრდილ ფასებს უკავშირდება.
გაუქმებული ფრენებით მგზავრთა გადაყვანის შესაძლებლობა 1%-ით მცირდება, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს 40 000 ტონაზე მეტი საავიაციო საწვავი დაზოგოს.