საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი თემურ ქეცბაია „დინამო თბილისს“ ჩაიბარებს – ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.
წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეშვიდე მოუგებელი მატჩის შემდეგ „დინამო თბილისის“ ხელმძღვანელობა ლადო კაკაშვილთან თანამშრომლობას შეწყვეტს, გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი კი თემურ ქეცბაია გახდება.
ქეცბაიას საქართველოში დაბრუნებისა და თანამშრომლობის სურვილი რომ ჰქონდა, ამის შესახებ ინფორმაცია რამდენჯერმე გავრცელდა – „დინამო თბილისის“ გარდა, ინტერესს ქუთაისის „ტორპედოც“ ავლენდა.
58 წლის ქეცბაია 1992 წლიდან უცხოეთში თამაშობდა და საქმიანობდა. საქართველოში 2009 წელს დაბრუნდა და 2014 წლამდე ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა.
ქართველი სპეციალისტი ბოლოს (2025-2026) „ანორთოსისს“ ავარჯიშებდა.