Deutsche Lufthansa გეგმავს, 2026 წლის ივნისისთვის ITA Airways-ში (ყოფილი Alitalia) თავისი წილის 90%-მდე გაზრდას და ამ საკითხს იტალიის ეკონომიკის სამინისტროსთან განიხილავს, წერს Corriere della Sera ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
საბოლოო გადაწყვეტილება 2026 წლის აპრილს ან მაისშია მოსალოდნელი.
გაზეთის ცნობით, Lufthansa 325 მილიონ ევროს გადაიხდის ITA-ში თავისი წილის ამჟამინდელი 41%-დან გასაზრდელად.