2025 წლის იანვარ-ივნისში ლონდონში პირველადი საჯარო შეთავაზებების საერთო მოცულობა 200 მილიონ ფუნტ სტერლინგზე (274 მილიონი აშშ დოლარი) ნაკლები იყო, რაც 1997 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი ნიშნულია, ინფორმაციას Bloomberg საკუთარ შეფასებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

იმ პერიოდის ყველაზე დიდი IPO პროფესიული მომსახურების კომპანია MHA Plc-ის იყო, რომელმაც 98 მილიონი ფუნტი სტერლინგი მიიზიდა.

Cobalt Holdings Plc-მ უარი თქვა ლონდონში IPO-ზე, რომელიც შესაძლოა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური გამხდარიყო, ხოლო საცალო ვაჭრობის კომპანია Shein-მა შეცვალა გეგმები და ლონდონის ნაცვლად ჰონგ-კონგში აქციების განთავსებისთვის ემზადება.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, კომპანიებმა, რომელთა კომბინირებული საბაზრო ღირებულება 100 მილიარდ დოლარს აჭარბებს, გამოაცხადეს ან უკვე გადაიტანეს თავიანთი აქციების ნიუ-იორკში გადატანის გეგმები.

ვრცლად interfax–ზე