დიდმა ბრიტანეთმა განაახლა სანქციების სია და მასში რამდენიმე რუსული ნავთობისა და გაზის კომპანია შევიდა. კერძოდ, სანქციები დაეკისრათ „ტატნეფტს“, „რუსნეფტს“, „ნნკ-ოილს“ და „რუსნეფტეგაზს“.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებსაიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, სანქციების სიაში ასევე შედიან სავაჭრო კომპანიები Redwood Global Supply და Tejarinaft.

წყარო: Interfax