პორტუგალიის ნაკრებისა და „ლივერპულის“ 28 წლის ფეხბურთელი დიოგო ჟოტა ავტოავარიის შედეგად დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევა ესპანეთში, ქალაქ ზამორაში მოხდა. ცნობილ ფეხბურთელთან ერთად ასევე დაიღუპა მისი 26 წლის ძმაც, – ინფორმაციას ესპანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

შემთხვევა ესპანეთის დროით, დაახლოებით, 00:40 საათზე მოხდა. გავრცელებული ცნობით, ავტომობილი გზიდან გადავიდა და დაიწვა. ავტოავარიის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

დიოგო ჟოტა „ლივერპულს“ 2020 წელს შეუერთდა. ინგლისური გუნდის რიგებში მან 182 მატჩი ჩაატარა და 65 გოლი გაიტანა. პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ფეხბურთელი უეფა-ს ერთა ლიგის გამარჯვებული ორჯერ გახდა.

1tv.ge