ევროპის ცენტრალური ბანკი არ არის მზად აიღოს თავის თავზე მტკიცე ვალდებულებები საპროცენტო განაკვეთების მომავალი ტრაექტორიების შესახებ სავაჭრო სფეროში მაღალი არაპროგნოზირებადობის გამო, ამის შესახებ ECB-ის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა ევროპარლამენტში განაცხადა.
მისი თქმით, ევროზონაში ინფლაციის შენელების პროცესი გრძელდება, მაგრამ რეგიონის ეკონომიკის დაუცველობა სავაჭრო ტარიფების ცვლილების მიმართ ამცირებს ნდობას ECB-ის პროგნოზების მიმართ.
„ამჟამინდელი მზარდი გაურკვევლობის პირობებში, ჩვენ განსაკუთრებულად დავიცავთ მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებების მიღების მიდგომას, რომელიც ეფუძნება თითოეულ კონკრეტულ შეხვედრაზე მიღებულ მონაცემებს“, - თქვა ლაგარდმა, „ჩვენ არ ვიღებთ რაიმე წინასწარ ვალდებულებას კონკრეტული კურსის მიმართ".
ECB-მ ერთ წელზე ნაკლებ დროში ექვსჯერ შეამცირა ძირითადი საპროცენტო განაკვეთები, დეპოზიტის განაკვეთი ამჟამად 2,5%-ია. ინვესტორების ნდობა ECB-ის შემდგომ შემსუბუქებასთან დაკავშირებით იკლებს ევროკავშირის სავაჭრო დავის ფონზე აშშ-სთან, უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმების გაურკვევლობისა და ევროპაში თავდაცვის ხარჯების მოსალოდნელი ზრდის ფონზე, აღნიშნავს Bloomberg.
მარეგულირებლის შემდგომი გადაწყვეტილებები, სავარაუდოდ, დამოკიდებული იქნება იმაზე, შეძლებს თუ არა ევროპის ქვეყნების მიერ საბიუჯეტო ხარჯების გაზრდა ევროზონის ეკონომიკისთვის სავაჭრო დავის ნეგატიური შედეგების კომპენსირებას.