„ნაპოლის“, „ინტერისა“ და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, გორან პანდევმა გამოცემა II Mattino-სთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

„მნიშვნელოვანი მატჩების წინ „ნაპოლიმ“ გაყიდა ისეთი საკვანძო მოთამაშე, როგორიც კვარაცხელიაა. მას შეეძლო, გადამწყვეტი როლი ეთამაშა 4-3-3 ფორმაციაში.

უნდა ვაღიაროთ, მას თამაშის მარტო მოგების უნარი აქვს. ვფიქრობდი, რომ „ნაპოლი“ ქართველის შემცვლელს მოძებნიდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ეს კლუბი ყოველთვის ასე მუშაობდა, დიდი ხანია ამ ხაზს მიჰყვება“, – ამბობს გორან პანდევი.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ „ნაპოლის“ ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაუხადა.

პირველი არხი