საბერძნეთის კუნძულ სანტორინის ღვინის მრეწველობის ინდუსტრია, რომელიც ცნობილია თავისი ასირტიკოს ყურძნის ღვინოებით, საფრთხის ქვეშაა, იუწყება Greek City Times.
სანტორინის მეღვინეების ასოციაციის თანახმად, გადაუდებელი ზომების გარეშე, ყურძნის წარმოება კუნძულზე შეიძლება შეწყდეს 2042 წლისთვის. ძირითადი მიზეზებია კლიმატის ცვლილება, ვაზის დაბერება, ახალგაზრდა პროფესიონალების დეფიციტი და ურბანული განვითარება.