იაპონური ავტომწარმოებელი Nissan-ი რესტრუქტურიზაციის ფარგლებში იოკოჰამაში მდებარე შტაბ-ბინის გაყიდვას განიხილავს, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Nikkei იტყობინება.
რესტრუქტურიზაციის პროგრამა მოიცავს მსოფლიოს მასშტაბით შვიდი ქარხნის დახურვას, მათ შორის იაპონიაში, და ბიზნესის ზოგად გადახედვას ფინანსური სტაბილურობის აღსადგენად.
იოკოჰამას საოფისე შენობის ღირებულება 100 მილიარდ იაპონურ იენზე მეტს, ანუ დაახლოებით 700 მილიონ დოლარს შეადგენს. გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი ქარხნების დახურვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ხარჯების დასაფარად იქნებოდა გამოყენებული.