ავიაკომპანია Korean Air-მა WestJet-ის მშობელი კომპანიების, Kestrel Topco-სა და Kestrel Holdings-ის, 11.02%-იანი წილი შეიძინა. გარიგების ღირებულებამ 217 მილიონი აშშ დოლარიშეადგინა, რაც სამხრეთ კორეული გადამზიდველის მხრიდან კანადის საავიაციო ბაზარზე შესვლის მნიშვნელოვან გაფართოებას ნიშნავს.

გარიგების შედეგად, Korean Air-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი, უოლტერ ჩო (Walter Cho), შეუერთდა WestJet-ის დირექტორთა საბჭოს. ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს გლობალურ საავიაციო ლიდერებთან და SkyTeamალიანსის პარტნიორებთან კავშირების გაძლიერებას.

ამ ნაბიჯის მთავარი მიზანია ტრანსწყნაროკეანურიკავშირების გაუმჯობესება და Korean Air-ის გლობალური წარმომადგენლობის გაძლიერება.

Korean Air ასევე აქტიურად აგრძელებს Asiana Airlines-თან შერწყმის პროცესს, რომლის წარმატებით დასრულება კომპანიას მსოფლიოს ტოპ 10 ავიახაზების სიაში შეიყვანს.

წყარო: avianews.ge