Y და Z თაობების ბიზნეს ტურისტების უმეტესობა მზადაა მეტი იმოგზაუროს, რადგან საქმიან მოგზაურობას კარიერული წინსვლისა და სამუშაო ეფექტურობისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს – კვლევას Corporate Travel Management (CTM) აქვეყნებს.
სულ, ექსპერტებმა მსოფლიოს მასშტაბით 700-ზე მეტი ახალგაზრდა თანამშრომელი გამოკითხეს და გაარკვიეს, რამდენად ხშირად მოგზაურობენ ისინი საქმიანი მიზნით, როგორ ჯავშნიან მოგზაურობებს და როგორ ირჩევენ მომწოდებლებს.
ამგვარად, გამოკითხულთა 57%-მა განაცხადა, რომ საქმიანი მოგზაურობა „ძალიან მნიშვნელოვანია“ კარიერული ზრდისთვის, 51%-მა მიუთითა საქმიანი მოგზაურობის მნიშვნელობაზე პროფესიული საქმიანობისთვის, ხოლო 45%-მა აღნიშნა, რომ საქმიანი მოგზაურობა დადებითად მოქმედებს მათ სამუშაო კმაყოფილებაზე.
ვრცლად buyingbusinesstravel–ზე