არალეგალური მიგრაციის პრობლემის აღმოსაფხვრელად, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ახალი გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისში შეხვედრისას კირ სტარმერმა და ემანუელ მაკრონმა ხაზი გაუსვეს საფრანგეთიდან დიდ ბრიტანეთში უკანონო მიგრაციის შეწყვეტის საკითხში კონკრეტული პროგრესის მიღწევის აუცილებლობას.

„ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკანონო მიგრაციის საფრთხესა და პატარა ნავებით გადაყვანასთან ბრძოლა არის საერთო პრიორიტეტი, რომელიც ერთობლივ გადაწყვეტილებებს მოითხოვს“, – განაცხადეს კირ სტარმერის ოფისში.

დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერები ასევე შეთანხმდნენ შემდგომი ნაბიჯების აუცილებლობასა და „ახალი ინოვაციური გადაწყვეტილებების“ შემუშავებაზე, კერძოდ, მიგრანტთა გადაყვანაში მონაწილე დაჯგუფებებისთვის წინააღმდეგობის გაწევის კუთხით.

1tv.ge