საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია 2025 წლის მთავარ ინდივიდუალურ ჯილდოზე, „ოქროს ბურთზე“ ოფიციალურად წარადგინეს.
კვარაცხელია 30 ნომინანტს შორის „ოქროს ბურთის“ ორგანიზატორმა, გამოცემა France Football-მა დაასახელა.
ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ წევრი 2025 წლის იანვარში გახდა, ის ფრანგულ კლუბს „ნაპოლიდან“ შეუერთდა და მაისში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.