Microsoft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სატია ნადელამ განაცხადა, რომ კომპანიის კოდის 30%-მდე ამჟამად ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით გენერირდება. ამის შესახებ CNBC წერს.
ნადელამ დასძინა, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ დაწერილი კოდის წილი მუდმივად იზრდება.
Meta-ს აღმასრულებელ დირექტორთან, მარკ ცუკერბერგთან საუბრისას, ნადელამ იკითხა, კომპანიის კოდის რა ნაწილია გენერირებული ხელოვნური ინტელექტის მიერ. ცუკერბერგმა ზუსტი ციფრი არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ Meta ქმნის ხელოვნური ინტელექტის მოდელს, რომელიც შეძლებს Llama–ს საკუთარი ენობრივი მოდელების ახალი თაობების შექმნას.