კენიის სასამართლომ ათასობით ჭიანჭველის ქვეყნიდან გაყვანის მცდელობისთვის ოთხ ადამიანს პატიმრობა ან 7700 დოლარს გადახდა დააკისრა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ბრალდებულების სახლში 5000 ჭიანჭველა აღმოაჩინეს. მათი თქმით, ჭიანჭველების შეგროვება უბრალოდ ჰობია და არ იცოდნენ, რომ ეს ქმედება კენიაში არალეგალური იყო.
ბრალდების მხარის მტკიცებით კი ჭიანჭველებს ევროპასა და აზიაში ეგზოტიკურ ბაზრებზე გასაყიდად ამზადებდნენ.
კონტრაბანდული ტვირთი მოიცავდა გიგანტურ აფრიკულ ჭიანჭველებსაც, რომელთა ფასი დიდ ბრიტანეთში 220 დოლარია.