კაპიტოლიუმის შენობაში აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას 2 600-მდე ადამიანი დაესწრება.

კერძოდ, ტრამპის ინაუგურაციას კაპიტოლიუმის როტონდაში დაესწრება 800-მდე ადამიანი, კაპიტოლიუმის ვიზიტორთა ცენტრში, კიდევ 1 300 სტუმარი იქნება კაპიტოლიუმის თავისუფლების დარბაზში, 500 ადამიანი კი, ვიზიტორთა ცენტრის თეატრში.

ამგვარად, კაპიტოლიუმის შენობაში ცერემონიას 2 600-მდე ადამიანი დაესწრება.

ფიცის დადების ცერემონია კაპიტოლიუმის კიბეების ნაცვლად, დღეს კაპიტოლიუმის როტონდაში გაიმართება. ამის მიზეზი ვაშინგტონში ძლიერი ყინვაა. კაპიტოლიუმის შენობაში ფიცის დადების ცერემონია უკანასკნელად 1985 წელს, რონალდ რეიგანის ინაუგურაციის დროს ჩატარდა.