შეერთებულ შტატებში სცენარისტების გაფიცვის გამო ფინანსური ზარალი შეაფასეს. მონაცემებს Deadline-ი ამერიკის მწერალთა გილდიის (Writers Guild of America-WGA) განცხადებაზე დაყრდნობით აქვეყნებს.

WGA-ის ცნობით, მიმდინარე გაფიცვა კალიფორნიის ეკონომიკას დღეში 30 მილიონი დოლარი უჯდება. ეს დასკვნა 2007 წელს მომხდარი მსგავსი ინციდენტის საფუძველზე გაკეთდა. გაფიცვა მაშინ შტატის ეკონომიკას დაახლოებით 2,1 მილიარდი დოლარი დაუჯდა, თუ ის 100 დღე გაგრძელდა, შტატმა შესაძლოა, 3 მლრდ დოლარი დაკარგოს.

გაფიცვების გამო უკვე რამდენიმე ღამის შოუ, სერიალი და ფილმის გადაღება შეჩერდა, მათ შორისაა HBO-ს სატელევიზიო სერიალი The Last of Us, Disney+-ის Andor-ი და Netflix-ის Stranger Things.

მაისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ დაბალი ხელფასების გამო ჰოლივუდელმა მწერლებმა 15 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი გაფიცვის მოწყობა გადაწყვიტეს.  სცენარისტები ანაზღაურების გაზრდას და კონტრაქტების გადახედვას მოითხოვენ.