კახოვკის კაშხლის გარღვევის შედეგად, განადგურებულია მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე რუსული თავდაცვითი პოზიციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას ომის შესწავლის ინსტიტუტი ავრცელებს.

როგორც ინსტიტუტში ვარაუდობენ, ტერიტორიების სწრაფად დატბორვის გამო, რუსული ძალები იძულებული გახდნენ, უკან დაეხიათ.

საოკუპაციო ძალები აღნიშნულ ტერიტორიებს ძირითადად, ხერსონისა და სხვა დასახლებული პუნქტებისთვის ცეცხლის გასახსნელად იყენებდნენ.