JPMorgan Chase & Co. – ს პრეზიდენტი და მთავარი ოპერაციული დირექტორი, დანიელ პინტო თანამდებობას 2025 წლის 30 ივნისს დატოვებს.
პინტო 40 წელზე მეტია მუშაობს JPMorgan-ში და 2018 წელს დაინიშნა COO–დ (Chief operating officer). 2020 წელს, სანამ ბანკის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ჯეიმი დაიმონი გულის გადაუდებელი ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაცია გადიოდა, პინტო ბანკს ხელმძღვანელობდა კიდევ ერთ COO–სთან გორდონ სმიტთან ერთად, რომელმაც JPMorgan 2021 წელს დატოვა.
კომპანიის პრესრელიზის მიხედვით, პინტო შეინარჩუნებს JPMorgan-ის დირექტორთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარის თანამდებობას და გააგრძელებს ბანკის მენეჯმენტის კონსულტირებას ძირითად პროექტებსა და ამოცანებთან დაკავშირებით.