აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მიმდინარე თვის ბოლოს იტალიაში ვიზიტს გეგმავს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

როგორც სააგენტო ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, ვენსი რომში 18-20 აპრილს ჩავა, თუმცა ვიზიტის დეტალები ჯერ კიდევ შემუშავების პროცესშია.

როგორც წყარო აცხადებს, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი იტალიის პრემიერ-მინისტრთან, ჯორჯია მელონისთან შეხვედრას გეგმავს.

1tv.ge