აშშ-ში ფრინველის გრიპით გარდაცვალების პირველი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ფართო პოპულაციისთვის საფრთხე ჯერჯერობით დაბალია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპიკერმა მარგარეტ ჰარისმა ჟენევაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაავადების გამომწვევი H5N1 ვირუსი ძირითადად, ეხება იმ ადამიანებს, ვინც მუშაობს ცხოველებთან დაკავშირებულ ინდუსტრიებში და მათ უკეთ უნდა დაიცვან თავი.

„ვირუსი არ ცირკულირებს ადამიანებში, თუმცა ის შეიძლება უცებ მოხვდეს იმ პირებში, რომლებიც არ არიან შესაბამისად დაცულები, განსაკუთრებით ფრინველებთან თუ რძის მწარმოებელ პირუტყვთან მომუშავე თანამშრომლები. ეს არის ერთგვარი რისკჯგუფი, რომელშიც ცხოველიდან ადამიანზე გადაცემის ყველაზე მეტი შემთხვევა ვლინდება, თუმცა ფართო გავრცელების საფრთხეს ჯერჯერობით ვერ ვხედავთ”, – ამბობს მარგარეტ ჰარისი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპიკერი.

ვრცლად ევრონიუსზე