იტალიის კურორტი კაპრი ახალ შეზღუდვებს აწესებს, რაც კუნძულზე დასვენებას უფრო მშვიდს და უსაფრთხოს გახდის. ტურისტულ სააგენტოებს, გიდებსა და სხვა დაწესებულებების თანამშრომლებს ახლა ქუჩაში მომსახურების შეთავაზება ეკრძალებათ.
მერი პაოლო ფალკო აღნიშნავს, რომ ტუროპერატორების ან რესტორნის მიმტანების მხრიდან აგრესიული რეკლამა შეიძლება იყოს უსიამოვნო, გამაღიზიანებელი და ზოგჯერ შევიწროებადაც კი ჩაითვალოს - ეს ყველაფერი ყველაფერი „კუნძულის აღქმაზე უარყოფითად მოქმედებს“.
პიკის სეზონზე კაპრი დღეში 50 000-მდე ტურისტს მასპინძლობს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც დაახლოებით 13 000–15 000 ადამიანს შეადგენს. კუნძულზე სხვა ტურისტული რეგულაციებიც მოქმედებს: ქალაქის ხელისუფლებამ ტურისტულ ჯგუფებში მონაწილეთა რაოდენობაზე შეზღუდვა დააწესა და გიდებს ხმის გამაძლიერებლების გამოყენება აუკრძალა.