ეინდჰოვენის აეროპორტმა გამოაცხადა ასაფრენი ბილიკის ხუთი თვით დახურვის შესახებ, 2027 წლის 1 თებერვლიდან 19 ივლისამდე. მიზეზია ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და აეროპორტის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით მასშტაბური რეკონსტრუქციის სამუშაოები.

დახურვის პერიოდში, ეინდჰოვენიდან რეისების შემსრულებელი ავიაკომპანიები დროებით ახლომდებარე აეროპორტებში გადაიტანენ რეისებს. ეინდჰოვენი ნიდერლანდებში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ერთ-ერთ მთავარ აეროპორტად ითვლება, ამიტომ დროებითი შეჩერება გავლენას მოახდენს ტურისტებზე, რომლებიც ამ ჰაბს ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტის უფრო ხელმისაწვდომ ალტერნატივად იყენებენ.

წყარო: 34travel.me