ნავთობის ფასმა ოთხშაბათს დღისით ზრდა დაიწყო, ხოლო Brent–ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე კვლავ 100 დოლარს უახლოვდება.

ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent-ის ნავთობის ივნისის ფიუჩერსები 0.97 აშშ დოლარით (0.98%-ით) გაიზარდა და ბარელზე 99.45 აშშ დოლარი შეადგინა.

ივნისის WTI-ის ფიუჩერსები NYMEX-ზე 0.6 აშშ დოლარით (0.67%-ით) გაიზარდა და ბარელზე 90.27 აშშ დოლარი შეადგინა.

ვრცლად interfax – ზე