იტალიაში $800 მილიონის ღირებულების კოკაინი აღმოაჩინეს. ინფორმაციას Reuters აქვეყნებს.

აღმოჩენილი ნარკოტიკის საერთო მოცულობა 2,7 ტონაა. არალეგალური ტვირთი ბანანის გადასატან კონტეინერებში იყო მოთავსებული.

კოკაინი იტალიაში ეკვადორიდან აღმოჩნდა და მისი გადატანა ბათუმის პორტის გავლით სომხეთში იგეგმებოდა.

reuters.com