იაპონურმა კომპანია Nippon Steel-მა დაასრულა ამერიკული United States Steel-ის 14.1 მილიარდ დოლარად შესყიდვა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეთანხმება დაამტკიცა.

„Nippon Steel Corporation, თავის შვილობილ კომპანია Nippon Steel North America-სთან ერთად, აცხადებს ისტორიულ პარტნიორობას United States Steel Corporation-თან“, - ნათქვამია იაპონური კომპანიის განცხადებაში.

შეთანხმების პირობების თანახმად, U.S. Steel-ი შეინარჩუნებს თავის სახელწოდებას და შტაბ-ბინას პიტსბურგში. კომპანიებმა ასევე დადეს ეროვნული უსაფრთხოების შეთანხმება აშშ-ის მთავრობასთან.

გარდა ამისა, Nippon Steel-მა აიღო ვალდებულება, 2028 წლამდე აშშ-ის ფოლადის წარმოებაში 11 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადოს, მათ შორის პროექტის ნულიდან დაფინანსება.

ვრცლად liga.net–ზე