ირანის ხელისუფლებამ თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანი ალირეზა აკბარი ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის სიკვდილით დასაჯა. ის საპატიმროში 2019 წლიდან იჯდა.
აკბარი 1990-2000 წლებში ირანის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა და ქვეყნის რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირის, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ამჟამინდელი მდივნის, ალი შამხანის მრჩეველი იყო.
ირანის ეროვნულმა ტელევიზიამ გამოაქვეყნა ვიდეოების სერია, რომლებშიც აკბარი აღიარებს, რომ ჯაშუშობდა. თუმცა, სიკვდილით დასჯამდე ცოტა ხნით ადრე აკბარიმ აუდიო მესიჯი გადასცა BBC-ის, რომელშიც აცხადებდა, რომ აღიარებითი ჩვენება ზეწოლის ქვეშ მისცა.
ირანის ხელისუფლების ცნობით, 2004 წლიდან აკბარი ბრიტანული დაზვერვის, MI6-ის მიერ იყო გადაბირებული და დასავლეთს ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიდა. კოლაბორაციისთვის მან, სავარაუდოდ, 2 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო.