ირანი ყოველწლიურად ახორციელებს თითქმის სამი მილიონი ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში.

როგორც ABC.AZ იუწყება, ამის შესახებ ირანის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მებაღეობის საკითხებში მოჰამედ-მეჰდი ბორუმანდიმ განაცხადა.

„ქვეყანას დაახლოებით სამი მილიონი ჰექტარი ბაღი აქვს და ჩვენ ყოველწლიურად ვაწარმოებთ თითქმის 26 მილიონ ტონა პროდუქტს“, - თქვა ბორუმანდიმ.

მისი თქმით, ირანი თვითკმარია ყველა სახის ხილის წარმოებაში, გარდა ოთხი ტროპიკული ხილისა: ბანანის, ანანასის, ქოქოსის და მანგოს. რა თქმა უნდა, ისინი იწარმოება ქვეყანაში, მაგრამ წარმოების მოცულობა არ აკმაყოფილებს შიდა მოთხოვნას.

„ჩვენ იმ ქვეყნებს შორის ვართ მსოფლიოში, რომლებიც ყველაზე ნაკლებ ქიმიურ სასუქებსა და პესტიციდებს იყენებენ. მსოფლიო საშუალოდ 2,5 კილოგრამზე ან 2,5 ლიტრზე მეტ პესტიციდს მოიხმარს ჰექტარზე, ჩვენ კი ერთ ლიტრზე ნაკლებს“, - განაცხადა ჩინოვნიკმა.