ირანი თავისუფლებას ეძებს, აშშ მზად არის დახმარებისთვის, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

“ირანი თავისუფლებას ეძებს, შესაძლოა, როგორც არასდროს აქამდე. აშშ მზად არის დახმარებისთვის!” - წერია ტრამპის პოსტში.

ცნობისთვის, ირანში ინფლაციისა და ვალუტის დევალვაციის გამო საპროტესტო აქციები და გაფიცვები 28 დეკემბერს დაიწყო. Sky News - ის ინფორმაციით, საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 65-ს აღწევს.

თავდაპირველად თეირანის ქუჩებში მაღაზიების გამყიდველები გავიდნენ, რათა გამოეხატათ უკმაყოფილება ირანული ვალუტის გაუფასურების გამო. მალე საპროტესტო ტალღა სტუდენტებიც შეეღტებამ გაზარდა. ამერიკაში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველ აქტივისტთა საინფორმაციო სააგენტოს (HRANA)-ს ცნობით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს 65 ადამიანი დაიღუპა, დააკავეს 2311 ადამიანი.