ირანის სახელმწიფო ტელევიზია ადასტურებს, რომ ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მედიამ ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს განცხადება, რომელიც ხამენეის დაღუპვას ოფიციალურად ადასტურებს და ამაში აშშ-სა და ისრაელს ადანაშაულებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ხამენეის „მოწამეობრივი სიკვდილი მჩაგვრელების წინააღმდეგ ბრძოლაში აჯანყების დასაწყისი იქნება“.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია შაბათს დილით თავდასხმისას დედაქალაქ თეირანში, საკუთარ რეზიდენციაში განხორციელდა.

ირანმა გამოაცხადა, რომ უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის გარდაცვალების შემდეგ გარდამავალ პერიოდს ქვეყნის პრეზიდენტი, სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი და გავლენიანი ორგანოს - მეურვეთა საბჭოს - ერთ-ერთი იურისტი გააკონტროლებენ.

ამ დრომდე გაურკვეველი რჩება, ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ხამენეი, რომელსაც, ოფიციალურად, მემკვიდრე არ ჰყავს.

დასავლური მედიის ცნობით, მომავალ ლიდერს მაღალი რანგის 88 სასულიერო პირისგან შემდგარი არჩეული ორგანო, ექსპერტთა ასამბლეა, შეარჩევს. ეს პროცესი, კონსტიტუციის თანახმად, რაც შეიძლება მალე უნდა განხორციელდეს.

www.interpressnews.ge