ირანელმა მესაზღვრეებმა და თალიბანმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. როგორც ირანული მედია იტყობინება, ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, მდგომარეობის გამწვავება წყალთან დაკავშირებულ უთანხმოებას მოჰყვა.

Reuters წერს, რომ დაპირისპირების შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც.

საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს თანახმად, ძლიერი თავდასხმა მოხდა თალიბანის მხრიდან, რასაც გადამწყვეტი და მამაცი წინააღმდეგობა გაუწიეს ირანელმა მესაზღვრეებმა.

1973 წლის შეთანხმების მიხედვით, ავღანეთს ვალდებულება აქვს ნაკისრი, წლიურად ირანს მიაწოდოს 850 მილიონი წყალი ავღანეთის მდინარე ჰელმანდიდან. დავა საზღვრისპირა რესურსების განაწილების გამო ათწლეულების განმავლობაში ართულებს მეზობელი ქვეყნების ურთიერთობას.