იოკო ონოს ადვოკატებმა წერილი გაუგზავნეს ფრანგულ ლუდის მწარმოებელ კომპანია John Lemon-ს, რომელშიც მოითხოვეს ლუდის გაყიდვიდან ამოღება და ამ სახელწოდების გამოყენების შეწყვეტა, იტყობინება The Guardian.
ბანალეკში მდებარე პატარა ლუდსახარშის, L'Imprimerie-ს მფლობელმა, ორელიენ პიკარმა, განაცხადა, რომ ის ხუთი წელია ყიდის John Lemon-ს, ლიმონისა და კოჭას არომატის მქონე ხელნაკეთ ლუდს. ეტიკეტზე გამოსახულია The Beatles-ის წევრის ჯონ ლენონის, კარიკატურული გამოსახულება, რომელსაც ლიმონის ფორმის სათვალე უკეთია.
აპრილში, ლუდსახარშმა ლენონის ქვრივის ადვოკატებისგან წერილი მიიღო. წერილში ნათქვამია, რომ იოკო ონომ John Lemon-ის სავაჭრო ნიშანი 10 წლის წინ დაარეგისტრირა, რათა დაეცვა გარდაცვლილი ქმარი მისი იმიჯის უნებართვო გამოყენებისგან, დაცინვისა და რეპუტაციის შელახვისგან. წერილში მოითხოვეს სასმელის გაყიდვების შეჩერება, წინააღმდეგ შემთხვევაში პიკარი იძულებული იქნებოდა 100,000 ევროს ოდენობის ჯარიმა და დღეში 1,500 ევროს ოდენობის ჯარიმა გადაეხადა.