ინდოეთის ქალაქ ჯევარში, ნოიდას ახალი საერთაშორისო აეროპორტიდან კომერციული რეისები 2026 წლის 15 ივნისს დაიწყება. პირველ რეისს IndiGo განახორციელებს, რასაც როგორც მოსალოდნელია მოჰყვება Akasa Air-ისა და Air India Express-ის რეისები.
თავდაპირველად, მგზავრებს შიდა რეისებით ფრენა შეეძლებათ. საერთაშორისო რეისების დაწყება მოგვიანებით იგეგმება. ზუსტი განრიგი და მარშრუტების სია ჯერ არ გამოცხადებულა.
ახალი ობიექტი შექმნილია დელიში არსებულ ინდირა განდის აეროპორტზე დატვირთვის შესამსუბუქებლად და მოემსახურება არა მხოლოდ დედაქალაქს, არამედ უტარ-პრადეშის სწრაფად მზარდ ურბანულ რაიონებსაც.
ვრცლად buyingbusinesstravel – ზე