JPMorgan Chase-ის შერწყმისა და შესყიდვების ხელმძღვანელი ანუ აიენგარი ამბობს, რომ ინვესტორებს დაახლოებით 2 ტრილიონი დოლარი აქვთ ინვესტიციისთვის და აქედან 150 მილიარდი დოლარი ფოკუსირებულია ინდოეთში. ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.
https://www.bloomberg.com/news/articles/2023-09-25/jpmorgan-m-a-head-sees-up-to-150-billion-funds-focused-on-india?srnd=markets-vp
მისი თქმით, ინვესტიციების შემოდინება ინდოეთის ბაზარზე კარგი ნიშანია. ეს იმას ნიშნავს, რომ ინდოეთში კიდევ უფრო მეტი თანხის ინვესტიცია მოხდება. ნიუ-იორკელმა ბანკირმა ინდოეთის მშპ-ს სწრაფ ზრდაზეც მიუთითა, რაც ქვეყანას საინვესტიციოდ კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
აიენგარის თქმით, ძნელია იპოვოთ ისეთი ბაზარი, რომელსაც ზრდისა და სტაბილურობის ინდოეთის მსგავსი მახასიათებლები და ასეთივე ტექნოლოგიური, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურული რესურსები აქვს.
გასული წლის განმავლობაში ინდოეთში 33 მილიარდი დოლარის შერწყმა და შესყიდვები დაიდო, რაც თითქმის 72%-ით ნაკლებია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.