ფედერალურმა ინიციატივამ, რომელიც საერთაშორისო სამართალზე შვეიცარიის ეროვნული სამართლის პრიმატის უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად, საჭირო მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.
საინიციატივო კომიტეტმა გამოაცხადა, რომ შვეიცარიის სუვერენიტეტის განმტკიცებისკენ მიმართულმა ინიციატივამ, რომელიც კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ დაცვას ისახავდა მიზნად, საკმარისი ხელმოწერები ვერ მოაგროვა.
ამ ინიციტივის უკან დგანან სამოქალაქო მოძრაობა „კონსტიტუციის მეგობრები“, ანტივაქსერული მოძრაობა „Mass-Voll და Aufrecht Schweiz“, ასევე „მეკობრეთა პარტია“ („Pirate Party“) და შვეიცარიის „სახალხო პარტიის“ პარლამენტის წევრები.
ინიციატორების თქმით, ინიციატივა „შვეიცარიის სუვერენიტეტისთვის“ მიზნად ისახავს დემოკრატიის დაცვას, რომელიც „ბოლო წლებში ეროზიას განიცდის“.
ინიციატივის ადრესატები არიან ევროკავშირი და, უპირველეს ყოვლისა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც „შვეიცარიას ყელში უჭერს“.
კომიტეტმა ინიციატივა 2023 წლის ოქტომბერში წამოიწყო და 18 თვე ჰქონდა 100 ათასი ხელმოწერის შესაგროვებლად.
წყარო: 1არხი